ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული 10 ახალგაზრდა სპორტსმენი დაჯილდოვდა, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიპლომები და სტიპენდიის სერტიფიკატები გადასცეს.