ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა

21:46, 07.11.2025

რა კონკრეტული შეთანხმებებით დასრულდება ვიქტორი ორბანისა და დონალდ ტრამპის კონსულტაციები? – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ვაშინგტონს პირველად სტუმრობს. ორბანი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ურთიერთობას, „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისად აფასებს, თუმცა გარკვეული საკითხები ორი სახელმწიფო მეთაურს შორის მაინც გასარკვევია. მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები.

კიდევ რა საკითხებს განიხილავენ ლიდერები? – თიკა მიგინეიშვილი დეტალებით „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.

მსგავსი