ვიქტორ ორბანის მეოთხე ვადა

18:25, 09.04.2018

ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეოთხე ვადით დაიკავებს. პარტია ფიდესი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულია.

ამომრჩეველთა აქტივობა რეკორდული იყო და 70 პროცენტი შეადგინა.

ვიქტორ ორბანის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მიგრატებისგან უნგრეთის დაცვა იყო. ახლა ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წინ დიდი ბრძოლა ელოდება.

არჩევნებში მიღწეული წარმატება ორბანს უკვე მიულოცა ოფიციალურმა თბილისმა.

 

მსგავსი