ვიქტორ ორბანის განცხადება
„მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელში ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობები წყვეტენ, უნგრეთში კი – ხალხი. ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, „ევროპელებს არ სურთ, მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინა სურთ ევროკავშირში“.