ვიქტორ ორბანის განცხადება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორ კვირაში ვაშინგტონში, „მშვიდობის საბჭოს” შეხვედრაში მონაწილეობას მისაღებს. ინფორმაცია თავად ვიქტორ ორბანმა დაადასტურა. ამასთან, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე“ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. ორბანმა უნგრეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იმ ფულის წართმევა და უკრაინისთვის გადაცემა დაასახელა, რომლის გამოყენებაც, მისივე თქმით, მთავრობას ქვეყნის ეკონომიკისთვის სურს. ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს პრობლემებს გამოიწვევს.