ვიქტორ ორბანი ევროკავშირის შესახებ

12:29, 15.02.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე პუტინი. „ჩვენ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვართ, უნდა ეშინოდეთ არა აღმოსავლეთის, არამედ ბრიუსელის“,- განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, „პუტინით დაშინების გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი „პირდაპირი საფრთხის წყაროა“.

მსგავსი