ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სუბელიანი დიდი სტრესის ქვეშ არის და ამიტომ, მისი  მონათხრობი სერიოზულად არ მიუღია.

ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას საპატიმროში რამდენჯერმე შეხვდა.