ვიოლა ფონ კრამონის შეფასება

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „მოამბემ“ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან ინტერვიუ ჩაწერა. ევროპარლამენტარის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულებულა. მისი თქმით, ახლა საჭიროა პაუზა, რათა მხარეებმა აწონ-დაწონონ მიღწეული შედეგები და ის საკითხებიც განიხილონ, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის მისია არ არის ჩავარდნილი და ევროპა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ევროკავშირის სურვილია, იხილოს, რომ ეს პარლამენტი ფუნქციონირებდეს სათანადოდ, ასევე იყოს რეალური დიალოგი და ამ პარლამენტის მუშაობის ფარგლებში, ჩატარდეს ყოვლისმომცველი მართლმსაჯულების რეფორმა.