ვიოლა ფონ კრამონის ინტერვიუ

საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და იმედია, 2020 წლის არჩევნებზე ეს ტრადიცია გაგრძელდება, – ეს განცხადება გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ვერ გამოგზავნის, თუმცა, პროცესს მაინც ყურადღებით დააკვირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაზე და განაცხადა, რომ ეს დიდი მიღწევა იყო საქართველოსთვის, თუმცა, მისივე თქმით, რჩება რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებზეც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობა იმუშავებს.

ფონ კრამონმა ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ გასულ კვირაში დამტკიცებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხებოდა. მისი თქმით, ეს ანგარიში დაბალანსებული იყო. მან მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავოს დოკუმენტის ინტერპრეტაციისგან.

 

დატოვე კომენტარი