ვინიცაში აეროპორტი დაბომბეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვინიცასთან აეროპორტი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სარაკეტო იერიში მიიტანეს იმ აეროპორტზე, რომელიც ქალაქ ვინიცასთან, სოფელ გავრიშოვკასთან ახლოს მდებარეობს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენკსის ინფორმაციით, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია, მას რვა რაკეტა ესროლეს. ვიდეომიმართვაში ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის საჰაერო ზონის დახურვისკენ და თავის დასაცავად საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.