ვინ წავა და ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს

ვინ წავა და ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს. სტრუქტურული ცვლილებების შემდგომ, ცვლილებები იქნება ახალ  მინისტრთა კაბინეტში. როგორც მმართველი გუნდის ლიდერები განმარტავენ, მთავრობის განახლებული გუნდის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა, კონსულტაციებს პრემიერი  მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან გაივლის.

დიდი ალბათობით, გუნდში რამდენიმე ახალი სახე იქნება, მათ შორის, შესაძლოა, საზღვარგარეთიდან მოწვეული კადრებიც იყვნენ. რაც შეეხება თეა წულუკიანს, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში არაერთი ბრალდება ისმოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, შეინარჩუნებს თუ არა ის პოსტს, თუმცა, მიიჩნევენ, რომ მის მიმართ ბოლო დროს შავი პიარკამპანია ხორციელდებოდა.