ვინ ვისთან გეგმავს საარჩევნო კოალიციას - შეფასებები

ვინ ვისთან გეგმავს გაერთიანებას ოპოზიციაში – პრეზიდენტის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას იზიარებს და განმარტავს, რომ კოალიციური მთავრობა ერთგვარ ბალანსს მოუტანს ქართულ პოლიტიკას. განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია „გირჩის“ ლიდერს, სანდრო რაქვიაშვილს. მისი განმარტებით, კოალიციების შექმნა წარმატებული ვერ იქნება. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციის წინასაარჩევნო ინტერესებს ემსახურება და კოალიციურ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გამორიცხავენ.