ვინ იქნება მამუკა ბახტაძის მთავრობის შემადგენლობაში – მორიგი შეხვედრა “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში

12:03, 23.06.2018

სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში, დღეს საღამოს 19:00 საათზეა დაგეგმილი. სავარაუდოდ, სწორედ დღეს უნდა გაირკვეს, რამდენი სამინისტრო დარჩება, რომელი უწყებები გაერთიანდება და ვინ იქნება მამუკა ბახტაძის მთავრობის შემადგენლობაში.

პრემიერ-მინისტრი ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმში, დღეს მთელ უმრავლესობასთან აპირებს შეხვედრას. შესაძლოა, დღესვე გასაჯაროვდეს დამატებითი დეტალები სახელმწიფო მდივნის პოსტის შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი