ვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე

ცესკოს საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები გაუგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევიდან ერთი კვირის მანძილზე მიიღებს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკონკურსო კომისიამ – თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი შეარჩია. ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.