ვინ გააგზავნის უკრაინაში ჯარისკაცებს – მხარეთა პოზიციები

12:15, 08.01.2026

სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში, ჯამში 15 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნონ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს მოსალოდნელ რაოდენობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. ეს არ იქნებიან ძალები, რომლებიც ბრძოლაში ჩაერთვებიან. გეგმის თანახმად, ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები, უკრაინის არმიას წვრთნაში დაეხმარებიან და ზედამხედველობას გაუწევენ „უსაფრთხო ობიექტების“ მშენებლობას იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესანახად, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. მედიის ცნობით, გერმანია მზადაა ჯარები უკრაინის მახლობლად, პოლონეთში ან რუმინეთში განალაგოს. ასევე ლიეტუვა აცხადებს, რომ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიებში წვლილი შეიტანოს და უკრაინაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნოს. რაც შეეხება რუმინეთსა და იტალიას, ისინი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებენ.

მსგავსი