ვინ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვინ ვის დამსახურებად მიიჩნევს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას და როგორ გამოეხმაურა წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას დასავლეთი

რჩება ერთი და გადამწყვეტი სხდომა – მომდევნო კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენაზე გადის.

ახალ საარჩევნო სისტემას „ევროპული საქართველოს” და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.

საინტერესოა, გაზრდის თუ არა მესამე მოსმენის დროს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერის მაჩვენებელს 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ფასილიტატორი ელჩის დღევანდელი გზავნილი. ევროკავშირის ელჩს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ახალ საარჩევნო სისტემას 142 დეპუტატის ხმა ექნება. ანალოგიურია ევროპარლამენტარ ვიოლა კრამონის მოწოდებაც. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმებას მხარეები დღემდე სხვადასხვანაირად კითხულობენ, ორი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტს დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციაც არ იწონებს.

დატოვე კომენტარი