ვინ შეწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები – ბრიუსელმა თუ საქართველომ – თემა ისევ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ხუთ ნოემბერს გაგზავნილი წერილის იმ ნაწილზე საუბრობენ, სადაც მათივე თქმით, ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო. წერილში სკანდალურს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დასახელებული თარიღი არაფერს ნიშნავს, რადგან ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ამ დრომდე ღიაა.