ვინ და როდის შეაჩერა მოლაპარაკებები - ევროკავშირის ელჩის წერილი

ვინ იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერების ინიციატორი – ბრიუსელი თუ საქართველო? სკანდალური წერილით, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს, ირკვევა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელმა საქართველოს პრემიერის 28 ნოემბრის რეზონანსულ განცხადებამდე ხუთი თვით ადრე მიიღო. ევროკავშირის ელჩის წერილიდან, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებას ატყობინებს, რომ საქართველოს დაფინანსება შეუჩერეს რეგიონულ პროგრამებში. სკანდალური შინაარსისაა წერილის ის ნაწილი, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. თვეებით ადრე, ვიდრე ირაკლი კობახიძე 2028 წლამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის გადადებას დააანონსებდა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები და ძალადობრივი პროცესები მოჰყვა. რატომ გახდა საქართველოს მთავრობა გარე და შიდა თავდასხმების სამიზნე იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ბრიუსელს თვეებით ადრე ჰქონდა მიღებული. ოფიციალური თბილისი განმარტებებს ბრიუსელისგან მოითხოვს.

მანანა დევაძე დეტალებით #მოამბე