ვინ და რა შინაარსის მუქარებს უგზავნიდა ანა სუბელიანს

ვინ და რა შინაარსის მუქარებს უგზავნიდა სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს. ეს კითხვები მას პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მისულს, გამომძიებლებმა დაუსვეს. გამოძიება სწორედ ანა სუბელიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

სუბელიანის განცხადებით, 12 მაისს პარლამენტთან აქციაზე მონაწილეობის შემდეგ, მას სოციალური ქსელით და სხვადასხვა საშუალებებით ემუქრებოდნენ. მუქარა კი იყო წამებისა და მოკვლის შინაარსის და ეს მისი ოჯახის წევრების მიმართაც ხორციელდებოდა.

ანა სუბელიანი იმ აქციების მონაწილე იყო, რომელიც კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პარლამენტთან გაიმართა. სუბელიანი აცხადებს, რომ მუქარის ავტორების გაღიზიანება 9 აპრილის მემორიალზე მის ცეკვას უკავშირდებოდა.