ხელმოწერები და თანხმობა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე – ვინ იღებს ევროკავშირის პრეზიდენტის მორიგ შეთავაზებას და ვინ რჩება კვლავ ბოიკოტის რეჟიმში. პირველი ხელმომწერი „გირჩია“, ამავე ნაბიჯის გადადგმას ადასტურებენ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „მოქალაქეების“ წევრები. მზად ყოფნას გამოთქვამს „ქართული ოცნებაც“, განიხილოს დოკუმენტი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეტ ცვლილებასა და ტექსტის კორექტირებას აღარ მიიღებს. ბოლო განცხადებებით ირკვევა ისიც, რომ ხელმოწერის გადაწყვეტილებებს უკვე არა პარტიები, არამედ პოლიტიკოსები დამოუკიდებლად იღებენ.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.