ვინ ამბობს ოპოზიციიდან საპარლამენტო მანდატებზე უარს

18:21, 27.11.2024

საარჩევნო სიების ჩახსნის შემდეგ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ პარლამენტისგან მანდატების გაუქმებას ოფიციალურად ითხოვს.

პარტიის წევრების განცხადებით, მათ წერილობით საკანონდებლო ორგანოს უკვე მიმართეს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ ეს ჯერ მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს გაკეთებული. რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“, გაერთიანებაში ამბობენ, რომ ახლა შესაბამის სამართლებრივ გზას ეძებენ, ვინაიდან პარლამენტი არალეგიტიმურია.

მსგავსი