ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველო – თურქეთის საფეხბურთო დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება – ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ხვალ თურქეთთან, „დინამო არენაზე“ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მედიის კითხვებს უპასუხეს. ჯვაროსნების მეტოქეები E ჯგუფში თურქეთის ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან. საქართველო- თურქეთის შეხვედრა 4 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.