2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და თურქეთთან და ბულგარეთთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებაზე. ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა კი კარიერის დასრულება გამოაცხადა და სანაკრებო სამწვრთნელო სტაფს შეუერთდება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის საწყის ორ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში გამართავს – 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7-ში ბულგარეთს, ორივე შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.