ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ ამხანაგურ თამაშებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზეც ისაუბრა. სანიოლმა აღნიშნა, რომ ჯგუფში ესპანეთი ფავორიტია, მთავარი ბრძოლა კი – მეორე ადგილისთვის თურქეთთან და ბულგარეთთან გაიმართება. სანიოლმა დებიუტანტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბა ხარებაშვილს, რომელიც ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, დიდი ხანია აკვირდება. შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერებს, 8 ივნისს კი – ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე – კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.