საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქვეყანა ღამითვე დატოვა. ვილი სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წავიდა. ის თბილისში მხოლოდ რამდენიმე საათით, გულშემატკივართან შესახვედრად ჩამოვიდა.
სანიოლის თქმით, სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა და ფეხბურთის ფედერაციასთან ტურნირის შედეგების განხილვის შემდეგ გაირკვევა სამომავლო ნაბიჯები.