„ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა“ - პირველი არხის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა „კავეა გალერიაში“

ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა“  – ასე ეწოდება პირველი არხის ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაცკავეა გალერიაში“ მიმდინარეობს. დოკუმენტურ სურათს მეთერთმეტე საუკუნის ისლანდიური საგა და 2004 წელს საქართველოში ჩატარებული ექსპედიცია დაედო საფუძვლად.

დახურულ ჩვენებას ის უცხოელი მეცნიერები ესწრებიან, რომლებიც 14 წლის წინ, ექსპედიციაში მონაწილეობდნენ. შედეგად, დადასტურდა ვარაუდი, რომ საქართველოში ვიკინგები მართლაც იმყოფებოდნენ.

პრემიერას ცნობილი შვედი მეცნიერი მატს ლარსონი, უფსალის უნივერსიტეტის მუზეუმის მკვლევარი გუნილა ლარსონი და ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ბაუტიკი ესწრებიან.

მარიკა შალიკაშვილი განაგრძობს საუბარს.