ვიკა ფილფანის განცხადება – გამოხმაურება

15:26, 17.09.2026

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ წარდგენილი სტატისტიკური მონაცემები პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი დეპუტატს მანიპულაციასა და სიცრუეში ადანაშაულებს. დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით, ფილფანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლავ დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. დღეს საკითხს პრემიერიც გამოეხმაურა: „ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით,“ – განმარტა პრემიერმა.

მსგავსი