ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი

18:33, 13.10.2026

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრმა თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა, სადაც ვიეტნამის დელეგაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს გაეცნო. სტუმრებს იმ უნივერსალური კონცეფციის დეტალები გააცნეს,  რომელიც მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლის სტუმრებმა, იმ 600-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, 127 ფილიალშია ხელმისაწვდომი. ყურადღება დაეთმო „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მაღალმთიან დასახლებებსა და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აწვდის. ვო თჰი ან სუანმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის რესპუბლიკა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იწყებს, რაშიც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი შეეხო შემდგომი კონსულტაციების მიზნით თანამშრომლობის ჯგუფების ჩამოყალიბებასაც.

მსგავსი