ვიდეოოპერატორების მომზადების კურსი პირველ არხზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამაში მონაწილეების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს.

პროგრამა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არის ავტორიზებული და მასში მონაწილეობის მიღება უფასოა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის შესაფერის პრაქტიკულ უნარებს და თეორიულ ცოდნას შეიძენენ, გაეცნობიან თანამედროვე ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეისწავლიან სხვადასხვა სატელევიზიო ფორმებს, ჟანრებს და სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიებს. გასაუბრების შედეგად, 80 კანდიდატიდან, 15 მონაწილე შეირჩევა, რომლებიც მომზადების 12-კვირიან კურსს გაივლიან.

პირველი კურსი 11 ოქტომბერს დაიწყება.