ვიცე-პრემიერის პოსტის შესთავაზება - შეფასებები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკრაინის ვიცე-პრემიერად, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო, დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დააზიანებს. ხელისუფლების განცხადებებს, „ნაციონალური მოძრობის“ წევრი, ნიკა მელიაც ეხმაურება, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს უკრაინის რადას, რომ არ დაუჭირონ მხარი ექს-პრეზიდენტს, რადგან მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გასამართლებული და ამჟამად ოფიციალურად ძებნილია.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ კოლეგას მიმართავს – სააკაშვილი სასამართლოებმა ცნეს დამნაშავედ, მისი ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის