„მე ვიცავ თავისუფლებას“ - შეხვედრა გორში

საზოგადოებრივმა მოძრაობამ, – „მე ვიცავ თავისუფლებას“, – შეხვედრა გორში გამართა.

მოძრაობის წევრებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. გაიხსენეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და განაცხადეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წარსულის დაბრუნება. შეხვედრისას გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომიც. გამომსვლელებმა თქვეს, რომ ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა და ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ გააგრძელებენ მოღვაწეობას და გააკონტროლებენ ხელისუფლების ნაბიჯებს.