„ვია დოლოროსა“ - „მოამბე“ იერუსალიმიდან

დღეს წითელი პარასკევია – მორწმუნეებისთვის ყველაზე მძიმე დღე. წმინდა მიწაზე მყოფი მომლოცველები „ვია დოლოროსას“, გოლგოთისკენ მიმავალ გზას გაივლიან. სწორედ იმ მონაკვეთს, რომელიც მაცხოვარმა ჯვრით, ჯვარცმამდე განვლო. იერუსალიმში ხალხმრავლობაა. პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ჩასულები, მათ შორის არიან ქართველი მომლოცველებიც. იერუსალიმშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც.