„ვეტინგის“ სისტემა და პოლიტიკური ინტერესები  

ულტიმატუმი თუ რეკომენდაცია – საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის პრეს-სპიკერის ბოლო გზავნილს.

სასამართლოს რეფორმის შესახებ გაკეთებული განცხადება პოლიტიკოსების ნაწილმა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო რეზონანსულ კანონპროექტს დაუკავშირა. ეს ეჭვი მმართველ გუნდშიც გაჩნდა. საუბარია პიტერ სტანოს განცხადებაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოების წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირებისთვის გასხვავებული შემოწმების სისტემის ამოქმედება სასამართლოს ძირეული რეფორმირებისთვის აუცილებელ პირობად არის მითითებული. დაკონკრეტებულია, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ე.წ. ვეტინგის მოდელზე დისკუსია დახურულად გამოაცხადა, ბრიუსელიდან მიღებულმა გზავნილმა სადავო ინიციატივა პოლიტიკურ დღის წესრიგში დააბრუნა.