ვეტერინარული კონტროლი „გრუმინგის“ ობიექტებში

18:19, 20.09.2026

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ე.წ. გრუმინგის ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს. სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმება თბილისში დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული შეუსაბამობები. მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

მსგავსი