ვეტერინარიის მსოფლიო დღე

კონფერენცია ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა დარგში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. სამუშაო ფორმატში გაიმართა პანელური დისკუსია. თარიღი ცხოველთა ჯანდაცვის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ყოველწლიურად აპრილის ბოლოს აღინიშნება და მისი მიზანია პროფესიის პოპულარიზაცია. ღონისძიების ორგანიზატორია სურსათის ეროვნული სააგენტო.