ვეტერინარიის მსოფლიო დღე - საქართველოს გამოწვევები

ქვეყანაში ვეტერინარების დეფიციტია.

ბოლო წლების დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ სფეროს მიმართ ინტერესი ახალგაზრდებს შორის ძალიან დაბალია. ამ ტენდენციას საყურადღებოდ მიიჩნევენ სპეციალისტები – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცხოველურ საკვებთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე. ექსპერტები ამბობენ, რომ კვალიფიციური კადრების სიმცირე სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების რისკებს ზრდის. სწორედ ვეტერინარების ფუნქციებში შედის საწარმოების კონტროლი, შინაური ცხოველების შემოწმება და ვაქცინაცია, ასევე პროდუქციის ხარისხის მონიტორინგი. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი კამპანიების დაგეგმვაა.