ვეტერინარიის მსოფლიო დღე
თბილისში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ემანუელ სუბეირანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა გახსნეს. დავით სონღულაშვილმა ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობაზე ქვეყნის აგროსექტორის განვითარებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ვეტერინარიის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონში. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და დელეგატები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ვეტერინარიის სფეროში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები.