„ვეტერანთა ლეგიონი - ომი ჰოსპიტლისთვის იქნება!“

ომის ვეტერანების ჰოსპიტლის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. დოკუმენტები, რომლებსაც მალავენ ეკონომიკის სამინისტრო და ვეტერანთა სამსახური. კითხვები, რომელსაც არ პასუხობს ეკონომიკის მინისტრი. კულტურული ძეგლების ნუსხაში შეტანილი ჰოსპიტლის შენობა. ვის აქვს უფლება დაანგრიოს კულტურის ძეგლი. ვეტერანების მწირი ბიუჯეტის შავი ხვრელები. სამშობლოს პასუხი სამშობლოს ჯარისკაცებს. ომში დაინვალიდებული ჯარისკაცები თავიანთ ექიმებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს წინ უკანასკნელი პროტესტისთვის ემზადებიან. “ვეტერანთა ლეგიონი – ომი ჰოსპიტლისთვის იქნება!”

მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.