თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, მობილური კლინიკა გადასცა.
აღნიშნული, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექოსკოპიისა და კარდიოგრაფიის აპარატით, დეფიბრილატორით, ოფთალმოლოგიური ნაკრებითა და კლინიკური ლაბორატორიით. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მობილური კლინიკა, მნიშვნელოვნად გააადვილებს განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.