“ვეტერანთა კავშირის” მიერ მომზადებულ “ხიშბა-სიგუას“ სიას თბილისში ეხმაურებიან

15:09, 14.07.2018

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ მომზადებული ხიშბა-სიგუას სიას ეხმაურებიან თბილისში. ოთხზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, განმარტებები დეპუტატებმა გააკეთეს.

ეგრეთ წოდებულ ხიშბა სიგუას 26-კაციან სიაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის გვარიც წერია. დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ ამ პირებს ბრალი ომის დანაშაულში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში მიუძღვით.

 

მსგავსი