ვეტერანთა დეპარტამენტის ახალი შენობა

საქართველოში მცხოვრები ომის ვეტერანების ნაწილი საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის.

2009 წლის სამთავრობო გადაადგილებამ ამ კატეგორიის ადამიანები ორ ნაწილად გაყო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ყოველთვიური დახმარება, რომელიც მხოლოდ 22 ლარს შეადგენს, ვეტერანების ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკანონმდებლო ხარვეზს ხელისუფლებაც აღიარებს და მისი გამოსწორების პირობას დებს.

სტატუსის მქონე, თუმცა, დახმარების გარეშე დარჩენილ ვეტერანებს მარიამ სეთურიძე შეხვდა.