ვეტერანების სარჩელი

12:05, 07.08.2026

დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში ომის ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ, ისინი აპროტესტებენ გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები აფხაზ და რუს ტყვეებს ხვრეტდნენ, ტყვის დახვრეტა განსაკუთრებით მძიმე სამხედრო დანაშაულია და საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის ამ ფაქტის დაბრალებას, პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს – აცხადებენ ვეტერანთა დეპარტამენტში. შეკრებილები საჩივარს ამზადებენ, რომლითაც პროკურატურას მიმართავენ და აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით, ბარამიძის პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

მსგავსი