ვერშემდგარი იმპიჩმენტი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ჩავარდა. კონსერვატიული პარტიის 317 დეპუტატიდან, პარტიის ლიდერს ნდობა 200-მა დაუდასტურა.

კენჭისყრიდან გამოსული ტერეზა მეი ბრიუსელში გაემართა, სადაც ევროკავშირის წლის ბოლო სამიტი იმართება. სწორედ ბრიუსელისგან შეეცდება პრემიერი, მიიღოს გარანტიები ბრექსიტის შეთანხმებაში გაწერილ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც კითხვები ამ დრომდე რჩებათ ბრიტანელ კანონმდებლებს.