ვერშემდგარი დამხობის საქმე 

21:15, 10.10.2025

4 ოქტომბრის ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში უკვე 46 დემონსტრანტია დაკავებული. ამ დროისთვის განხილული 31 პირის საქმიდან, სასამართლომ 31-ივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პროკურატურა მზადაა რამდენიმე პირთან დაკავშირებით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენოს. კიდევ 17 ადამიანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა. აქედან ხუთს დაუსწრებლად. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – ასეთია ბრალის ფორმულირება. 14 დემონსტრანტისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. იგივე იგეგმება კიდევ ორი ბრალდებულის შემთხვევაშიც. პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ მთავარი საგამოძიებო უწყება პატიმრობას არ ითხოვს.

დაკავებულთა სასამართლო პროცესები და ბრალდებისა და დაცვის  მხარის პოზიციები – ნახეთ რეზი ხუციშვილის სიუჟეტში.

მსგავსი