ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი
დაპატიმრების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პირველი ვრცელი მიმართვა – 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათ შორის არიან ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე.
ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ბანმა თქვა, რომ 4 ოქტომბერს, ეროვნული კრების ჩატარების დროს პროვოკაცია მოხდა, თუმცა მომხდარის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ გეგმა ათონელის ქუჩაზეც მშვიდობიანი აქციის ჩატარება იყო, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადაცემა უნდა მოეთხოვათ. ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ პროვოკაცია 4 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ათეულობით ადამიანი სხვადასხვა მუხლითაა დაკავებული. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროკურატურა მტკიცებულებებს შორის ასახელებს მოწმეების ჩვენებებს, ვიდეომასალებსა და პრეზიდენტის სასახლის ღობეზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხს.