ვერშემდგარი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებები გამოიკვლია. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ მოწმის სახით ხუთი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი დაკითხა. პროცესს ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი არ დასწრებია. ამის მიზეზი კი გასულ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის, კახაბერ მჟავანაძის მიერ სხვა ბრალდებულთა სახელით წაკითხული განცხადებაა, სადაც ისინი ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვენ. ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის მუხლით წარედგინა. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.