ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს არშემდგარი დამხობის საქმეზე დაკავებული პირების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ ექვსი პირის სასამართლო სხდომა უკვე 4 საათია მიმდინარეობს. გამოიკვლიეს ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები. სიტყვით ისარგებლა რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის – მურთაზ ზოდელავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ადრე ამ ქმედებებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო და ეს მოქმედმა ხელისუფლებამ, მეტად „ბრუტალური სასჯელით შეცვალა“. არცერთი ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამ ეტაპზე პროცესი გრძელდება, სადაც აღკვეთის ღონისძიება უნდა გადაისინჯოს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორის არის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა – რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.