ვერშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

15:26, 09.01.2026

4 ოქტომბრის საქმეზე 15 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. პროკურორების თქმით, მასალაში ჩანს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულ პირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად გულისხმობს. ბრალდება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავება, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათგან სამ პირს – ევა შაშიაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილს და ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.

მსგავსი