ვერშემდგარი დამხობის საქმე - სასამართლო პროცესი

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. 15 პირის პროცესი გაიმართა დღეს. არსებითი განხილვის ეტაპზე იკვლევენ მტკიცებულებებს. დაკავებულ პირებს შორის არის ევა შანშიაშვილი, რომელიც პროცესზე შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ადვოკატის თქმით, მას მძიმე დიაგნოზი აქვს და ნებისმიერ დროს შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს. ინტერესების დამცველმა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მოითხოვა მისი გათავისუფლება, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაკავებულებს გამოძიება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.