4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. მიმდინარეობს 15 პირის პროცესი. ამ წუთებში ერთ-ერთი ადვოკატი საკუთარ შესავალ სიტყვას ამბობს, რის შემდეგაც, მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყება. პროკურატურას საქმეზე მტკიცებულების სახით აქვს დართული „ტვ პირველის“ ეთერში გასული 7-საათიანი მასალა. დაკავებულებს გამოძიება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.